შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ენგურჰესის ჩართვიდან 40 წელი გავიდა [ფოტო]

ახალი ამბები
წყარო:  Live Press / http://www.livepress.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 06 ნოემბერი 2018

ამიერკავკასიის უდიდესი ელექტროსადგურის, ენგურჰესის პირველი აგრეგატი 40 წლის წინ ჩაირთო.

„საინფორმაციო პროგრამა „ვრემიამ“ საბჭოთა კავშირის მოსახლეობას აუწყა, რომ ამიერკავკასიაში უდიდესი ჰიდროელექტროსადგური ენგურჰესი შევიდა ექსპლუატაციაში. ახლა აღარავის არ ახსოვს ეს, მაგრამ მაშინ ძალიან დიდი მოვლენა იყო. პირველი აგრეგატი 5 ნოემბერს დავატრიალეთ. ეს იყო საჩუქარი 7 ნოემბრისთვის“.

ენგურჰესის აგრეგატის ჩართვა

კარგად მახსოვს მშენებლების მღელვარება და სიხარული, რაც ახლდა ქვეყნისთვის ამ მნიშვნელოვან ამბავს. ენგურჰესზე დაახლოებით 10 ათასი ადამიანი მუშაობდა. 40 წლის განმავლობაში გამომუშავებულია 120 მილიარდი კილოვატ საათი ენერგია. ენგურჰესი რომ არ იყოს, საქართველოში სულ ცოტა 5 თეთრით მაინც გაძვირდებოდა ელექტროენერგია“, - გვითხრა ენგურჰესის ტექნიკურმა დირექტორმა გია ხუბუამ.

სტუმრები პირველი აგრეგატის ჩართვაზე

მისივე თქმით, ენგურჰესი არის ერთადერთი ადგილი, სადაც ქართველები და აფხაზები კონფლიქტის შემდეგაც თანამშრომლობენ.

ენგურჰესის გამანაწილებელი სადგური სოფელ საბერიოში

„ეს ერთადერთი ადგილია, სადაც ორ მხარეს შორის ჯერ კიდევ არის თანამშრომლობა. ის რეგულარულ ხასიათს ატარებს, ხდება მნიშვნელოვანი საკითხების შეთანხმება. მართალია დღეს აფხაზეთი არ იხდის გამომუშავებული ელექტროენერგიის საფასურს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მალე გამრიცხველიანება იქაც დაიწყება“, - აღნიშნა მან.

პირველი აგრეგატის ჩართვა

გია ხუბუას თქმით, ჰესმა შესაძლებელია საუკუნეზე მეტ ხანს იმუშავოს:

„დიდი ხნის შემდეგ წყალსაცავი დაილამება და წყლის მოცულობა შემცირდება, მაგრამ ენგურჰესი კვლავ გააგრძელებს მუშაობას. თუ ჰესს კარგად მოვუვლით, შესაძლოა მან საუკუნეზე მეტ ხანსაც იმუშავოს“.

პირველი აგრეგატის ჩართვა

ენგურჰესის თაღოვან კაშხალს საქართველოს მთავრობის დადგენილებით ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსი 2015 წლის 4 სექტემბერს მიენიჭა.

კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულმა სააგენტომ ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების სტრატეგიული გეგმა შეიმუშავა.

მიტინგი, რომელიც ენგურჰესის პირველი აგრეგატის ჩართვის აღსანიშნავად მოეწყო

ენგურჰესის კაშხლის ინფრასტრუქტურა მოიცავს გადასახედ მოედნებს, საბაგირო გზას, სამეცნიერო და აღმოჩენათა ცენტრს, ღია საკონცერტო სივრცესა და მსოფლიოში არსებულ ყველაზე მაღალ ლიფტს კაშხალზე. განვითარების კონცეფცია ასევე განიხილავს კაშხლის გამოყენებას სხვადასხვა საინსტალაციო-წარმოსახვითი ღონისძიებებითვის.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია