შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თუშეთის მიმართულებით ვერტმფრენი კვირაში ერთხელ ისევ იფრენს

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 05 ნოემბერი 2018

ახმეტის მუნიციპალიტეტში, თუშეთის სოფელ ომალოში ავიარეისები კვირაში ერთხელ ისევ განხორციელდება. როგორც knews.ge-ს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვაჟა ნასყიდაშვილმა განუცხადა, ვერტმფრენი მოსახლეობას უფასოდ მოემსახურება.

„სოფელ ომალოში წელსაც ვერტმფრენი კვირაში ერთხელ იფრენს. ფშაველი-აბანო-ომალოს გზის ამოქმედებამდე ვერტმფრენი მესაზღვრეების გარდა, მოსახლეობასაც მოემსახურება. ჩვენ ვცდილობთ, რომ თუშეთში დარჩენილ ადამიანებს დავეხმაროთ და ხელი შევუწყოთ”, – განაცხადა ვაჟა ნასყიდაშვილმა.
თუშეთთან დამაკავშირებელ გზაზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზაზე საავტომობილო მოხრაობა გაზაფხულამდე 20 ოქტომბერს აიკრძალა.

თუშეთი ზღვის დონიდან 1900-2400 მეტრზე მდებარეობს. გზის ჩაკეტვის გამო გაზაფხულამდე თუშეთთან დამაკავშირებელ ერთადერთ საშუალებას ვერტმფრენი წარმოადგენს. 2017 წლის მარტიდან სოფელ ომალოს მიმართულებით ვერტმფრენმა ყოველკვირეულად უფასო ავიარეისების განხორციელება დაიწყო.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია