შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ვარძია–გოგაშენის დამეწყრილი გზის შესწავლა გეოლოგებმა დაიწყეს

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 13 ივნისი 2019
დამეწყრილი გზის შესწავლა გეოლოგებმა დღეს, 13 ივნისს 18:00 საათისთვის დაიწყეს. სამცხე–ჯავახეთის მხარის რწმუნებულის მოადგილის შალვა ბერძენიშვილის თქმით, გეოლოგიური დეპარტამენტის სპეციალისტები დასკვნას სავარაუდოდ ხვალ გამოაქვეყნებენ. ვარძია–გოგაშენის გზაზე მეწყერი 12 ივნისს გვიან ღამე განმეორდა. კლდის მასა გზის ისევ, იმ მონაკვეთზე ჩამოიშალა, სადაც პირველი შემთხვევა მოხდა.ვარძია–გოგაშენის გზაზე, პირველად ჩამოწოლილი მეწყერის შემდეგ გზის გაწმენდითი სამუშაოებს სამშენებლო კომპანია „ასტორია“ ახორციელებდა, სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა და არც ტექნიკა არ დაზიანებულა, რადგან შემთხვევა ღამე მოხდა. კომპანიას ვარძია–გოგაშენის დამეწყრილი გზის გაწმენდითი სამუშაოები ორ დღეში უნდა დაესრულებინა.როგორც მხარის რწმუნებულის მოადგილე ამბობს, მეწყერისაგან ჩამოშლილი მასა, იმაზე მეტია, ვიდრე პირველად იყო, ამიტომ ფინანსთა სამინისტროს სამუშაოების დასაწყებად დაფინანსებას კიდევ ერთხელ სთხოვენ.[ლუბა გიორგაძე, ახალქალაქი]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია