სამცხე-ჯავახეთი
შსს–მ ანდაში ორი კაცის დაჭრაში ბრალდებული დააკავა
სამართალი
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
14 ივნისი 2019
სოფელ ანდაში დამამძიმებელ გარემოებაში ორი ადამიანის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 19-109-ე მუხლით დაიწყო. დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადო ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულმა თ.ი–მ თანასოფლელებს 1963 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს და 1955 წელს დაბადებულ რ.ბ.-ს თავის არეში ბასრი საგნით ჭრილობები მიაყენა. სამართალდამცველებმა ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.[sknews.ge]