შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ნაჯახით თავში დაჭრილი კაცის მდგომარეობა მძიმეა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 15 ივნისი 2019
დაშავებული რ.ბ თბილისის ერთ–ერთ კლინიკაშია გადაყვანილი. როგორც მისი მკურნალი ექიმი განმარტავს, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა: „რეანიმაციაშია, წინასწარ ვერაფერს ვიტყვით, ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზეა, ხელოვნურ ძილში იმყოფება“.გუშინ, 14 ივნისს სოფელ ანდაში ერთ–ერთმა ადგილობრივმა ორი კაცი ნაჯახით დაჭრა, 65 წლის კაცი, რომელსაც ჭრილობა თავზე აქვს, გუშინვე თბილისში გადაიყვანეს, მეორე დაშავებულის მდგომარეობა შედარებით მსუბუქია, იგი ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოში გადის მკურნალობას, მას ნაჯახი ზურგში აქვს ჩარტყმული.ანდაში დამამძიმებელ გარემოებაში ორი ადამიანის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 19-109-ე მუხლით დაიწყო. დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადო ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია