პარლამენტის წევრი მმართველი გუნდიდან ენძელა მაჭავარიანი ასეთი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:
"მთელი დღეა, ჟურნალისტები ისეთ კითხვებს მისვამენ, აშკარად ცდილობენ, როგორმე, ლევან ვასაძე თავისი აქციით ბიძინა ივანიშვილთან დააკავშირონ... პარადოქსია, მაგრამ ცდილობენ, ადამიანის უფლებების შეზღუდვა დააბრალონ ბიძინა ივანიშვილს, იმ პარტიის ლიდერს, რომელმაც, მისი უდიდესი ძალისხმევით, მართლაც პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება მოახერხა... საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც პოლიცია იცავს საზოგადოებრივ უსაფრთხოებას და მართლწესრიგს. დარწმუნებული ვარ, არავინ დაუშვებს შუღლის და დაპირისპირების წახალისებას...."-წერს მაჭავარიანი.