შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხეში ‘სოფლის პროგრამის’ ფარგლებში შერჩეული პროექტების განხორციელება დაიწყო

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 18 ივნისი 2019
ახალციხის მერიის ინფორმაციით, ამ დროისათვის სოფელ გიორგიწმინდაში სასაფლაოსთან მისასვლელი გზის მოხრეშვა, ასევე ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით სტადიონის შემოღობვა მიმდინარეობს. ასევე, სოფელ ფერსაში სასაფლაოსთან მისასვლელი გზა ეწყობა, სამეურნეო დანიშნულების შენობა და საზოგადოებრივი საპირფარეშო შენდება.მუნიციპალიტეტის სოფლებში განსახორციელებელი პროექტების შესარჩევად თითოეულ დასახლებაში საერთო კრებები ჩატარდა და მოსახლეობასთან კონსულტაციების შედეგად, გამოვლინდა პრიორიტეტები.ახალციხის მუნიციპალიტეტში, პროექტები 15 ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი 46 დასახლების მაცხოვრებლებმა ხმათა უმრავლესობით შეარჩიეს. მოსახლეობის მიერ არჩეულ პრიორიტეტებს შორისაა: შიდა გზების მოხრეშვა, სასმელი წყლის რეზერვუარის, სანიაღვრე არხებისა და სარწყავი სისტემების რეაბილიტაცია, სპორტული მოედნების, სკვერებისა და სასაფლაოს ღობის აღდგენა, გარე განათების ქსელის მოწყობა, მგზავრთა მოსაცდელების, საზოგადოებრივი საპირფარეშოების მშენებლობა, ხიდების შეკეთება და სხვა.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია