შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ვარძია–გოგაშენის გზის გაწმენდა ხვალიდან გაგრძელდება

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 18 ივნისი 2019
სამცხე–ჯავახეთის მხარის ადმინისტრაციამ გეოლოგიური დეპარტამენტიდან დასკვნა დღეს, 18 ივნისს მიიღო.როგორც მხარის რწმუნებულის მოადგილე შალვა ბერძენიშვილი „სამხრეთის კარიბჭესთან“ განმარტავს, დასკვნის მიხედვით, გზაზე მეწყერული პროცესების გამეორება მიწისძვრამ გამოიწვია: „პირველი მეწყერისას, აქ დარჩა შრეები, სადაც გრუნტის წყლები ჩავიდა და მიწისძვრამ მიწა ისევ დაძრა. ახლა უნდა გაგრძელდეს სამუშაოები, იქ დიდი ლოდები უნდა დაიშალოს და ზედა ფენა ჩამოიწმინდოს იმისათვის, რომ უკვე გზის გაწმენდა დაიწყოს.“შალვა ბერძენიშვილის თქმით, შესაბამისი დოკუმენტაცია უკვე მომზადებულია და დღესვე გაეგზავნება ფინანსთა სამინისტროს იმისათვის, რომ თანხბის დამატება მოხდეს და შპს „ასტორიას“, რომელიც გზაზე სამუშაოებს ასრულებდა, ხელშეკრულება გაუგრძელდეს.შალვა ბერძენიშვილის თქმით, ადგილზე გაწმენდითი სამუშაოების ჩასატარებლად, 250 000 ლარმადე დამატებაა საჭირო. „აქ ორმაგი სამუშაოების ჩატარება გამოგვდის, ახლა კლდის უფრო დიდი მასაა ჩამოწოლილი და, შესაბამისად, მეტი თანხა გვჭირდება“, – ამბობს ბერძენიშვილი, რომელმაც, მეწყერის განმეორების შემდეგ, ტერიტორია თავად მოინახულა.ვარძია–გოგაშენის გზაზე, მეწყერი პირველად ერთი თვის წინ, 13 მაისს ჩამოწვა. ადგილი გეოლოგებმა შეისწავლეს. მათი რეკომენდაციით, გზის აღდგენა შესაძლებელი იყო, თუმცა მეწყერული პროცესების განმეორებას ისევ ვარაუდობდნენ. აქ სამუშაოები სწორედ გეოლოგების რეკომენდაციით დაიწყო და ფინანსთა სამინისტრომ მაშინ 150 000 ლარი გამოყო.[ლუბა გიორგაძე, ახალქალაქი]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია