შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"დისკომფორტი არ მაქვს, საქართველო ჩემი სამშობლოა"- სერგეი გავრილოვი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 19 ივნისი 2019

თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეა იმართება, რომელზეც ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთის საპარლამენტო დელეგაციაცაა ჩამოსული. მათ შორისაა რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი, რომელიც ავტორია იმ სკანდალური განცხადებისა, რომ საქართველო აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობას უნდა შეეგუოს.

გავრილოვმა ჟურნალისტის კითხვაზე, განიცდის თუ არა დისკომფორტს საქართველოში ყოფნით უპასუხა, რომ საქართველო მისი სამშობლოცაა და აქ ყოფნით ძალიან კმაყოფილია.

“დისკომფორტი არ მაქვს, საქართველო ჩემი სამშობლოა” - აღნიშნა გავრილოვმა.

შეგახსენებთ, ავლაბრის სასახლესთან სადაც ღონისძიება იმართება საზოგადოების ნაწილი საპროტესტო პლაკატებით მივიდა. მათი თქმით, ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატები, რომლებიც ანტიქართული განწყობით გამოირჩევიან და შესაძლოა დარღვეული აქვთ ანტისაოკუპაციო კანონი, ხელისუფლებას ქვეყანაში არ უნდა შემოეშვა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია