შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა შეაჩერეს

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 20 ივნისი 2019
პარლამენტში ასამბლეის დღევანდელ სხდომას რუსეთის კომუნისტური პარტიის ლიდერი სერგეი გავრილოვი უძღვება.სესიის გახსნას მოჰყვა საპროტესტო აქცია.საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ რუსი დეპუტატების ადგილი საქართველოს პარლამენტში არ არის.„რუსი დეპუტატების ადგილი საქართველოს პარლამენტში არ არის! ეს კონფერენცია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და დუმის წევრებმა პარლამენტი და საქართველო უნდა დატოვონ“, – წერს თალაკვაძე სოციალურ ქსელში.გავრილოვი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას აღიარებს. ოპოზიცია ასამბლეას ბოიკოტს უცხადებს. ოპოზიციის ინფორმაციით, გავრილოვი თავის დროზე აფხაზეთის ომშიც მონაწილეობდა. დუმის დეპუტატი ამ ცნობას უარყოფს.დემონსტრანტები პარლამენტის მიმდებარედ 11:30 საათიდან იკრიბებიან იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყანაში შემოუშვა რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკის და აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის მხარდამჭერი რუსი დეპუტატი. გუშინ, პირველ სხდომაზე გავრილოვის გამოსვლის დროს, პროტესტის ნიშნად, დარბაზი დატოვა საქართველოში უკრაინის ელჩმა. დაახლოებით 12 საათისთვის, პარლამენტის სხდომათა დარბაზში ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავეს. „ევროპული საქართველოს“ დეპუტატების პროტესტის შედეგად, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომის განახლება ვერ ხერხდება.ერთიანი ნაციონალური მოძერაობის ერთ-ერთი ლიდერი, თინა ბოკუჩავა მოითხოვს “ქართული ოცნების” წევრს ზაქარია ქუცნაშვილს პარლამენტის წევრის მანდატი შეუჩერდეს. მისი თქმით, ქუცნაშვილი საქართველოში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის რიგით 26-ე სესიის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო.“ვითხოვთ მანდატი შეუჩერდეს ზაქარია ქუცნაშვილს, რომელიც ამ ყველაფრის ორგანიზატორია. თუმც არ გამოგივათ ჯოხი გადატეხოთ ერთ დეპუტატზე, რადგან მან ყველაზე ცხადად გამოაჩინა “ქართული ოცნების” სახე. დიახ, მან ყველაზე ცხადად აჩვენა ის, რომ “ქართული ოცნება” სინამდვილეში რუსული ოცნებაა,”-განაცხადა ბოკუჩავამ.ევროპული საქართველოს დეპუტატებმა მოქალაქეებს პარლამენტთან 19:00 საათზე შეკრებისკენ მოუწოდეს.მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეა საბერძნეთის პარლამენტის ინიციატივით შეიქმნა. საქართველოს პარლამენტი ასამბლეაში 2013 წელს გაწევრიანდა.მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მუდმოვმოქმედი წევრები არიან "ქართული ოცნების" დეპუტატი და დელეგაციის ხელმძღვანელი, ზაქარია ქუცნაშვილი, "პატრიოტთა ალიანსის" წევრი ადა მარშანია და "ქართული ოცნების" წევრი დიმიტრი ხუნდაძე. სათადარიგო შემადგელობაში არიან "ქართული ოცნების" წევრი ენძელა მაჭავარიანი, დამოუკიდებელი დეპუტატი გედევან ფოფხაძე და "ქართული ოცნების" წევრი, ზვიად ძიძიგური.ვიდეო: ნეტგაზეთი[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია