შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ძნელია, გალინა ხვიჩიაზე წარსულში ისაუბრო – ახალციხელები მსახიობს იხსენებენ

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 20 ივნისი 2019
გალინა ხვიჩია დღეს იქ არის დასვენებული, სადაც 50 წელზე მეტი გაატარა. ყველასათვის საყვარელ მსახიობს, მესხეთის თეატრში მეგობრები, კოლეგები და ახალციხის მცხოვრებლები ემშვიდობებიან.„რთულია გალინაზე წარსულში საუბარი. ის იყო ჩვენი ქალაქისა და თეატრის სიამაყე. არჩვეულებრივი მეგობარი. უნიჭიერესი მსახიობი. ისეთი ხმა ჰქონდა... მახსენდება ... ჩვენთან სამუსიკო სკოლაში კონცერტებს ყოველთვის ესწრებოდა. ერთხელ ვერ მოვიდა და ისეთი გულნატკენი იყო, რომ ვუთხარი: გალინა, ოღონდ შენ არ ინერვიულო და თავიდან ჩავატარებ მეთქი“, – ამბობს სამუსიკო სკოლის დირექტორი ცისანა ახვლედიანი.ხვიჩიას დიდი სიყვარულით იხსენებს მისი კოლეგა, მსახიობი მანანა ბერიძე. მისი თქმით, გალინა ხვიჩიას ქართული თეატრის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის.„მართლა ძალინ მტკივნეულია! ჯერ ერთი იმიტომ, რომ აფხაზეთიდან მოსულმა ქალბატონმა აქ, უდიდესი წვლილი და საფუძველი ჩაუდო ქართული თეატრის განვითარებას. არასოდეს დამავიწყდება: როცა აბიტურიენტი ვიყავი, ჩვენ გვქონდა გასტროლი კახეთში. როგორც დედა, ისე მივლიდა და იქიდან გამისტუმრა თბილისში ჩასაბარებლად. თან მეუბნებოდა, შენ აუცილებლად გახდები სტუდენტი და მსახიობი. ეს სიყვარული და სითბო ჩემი გულიდან არასდროს არ ამოვა“, – ამბობს მსახიობი მანანა ბერიძე.სახალხო მთქმელს, ვასილ კვინცხაძეს გალინა ხვიჩიას სპექტაკლები კარგად ახსოვს. „მახსოვს, ერთ–ერთ სპექტაკლში იმერელ მოახლეს თამაშობდა და იქ ოთარი აწყურელს ეუბნებოდა: „ღმერთმა დასწყევლოს თქვენებური მტლაშა მტლუში!“ ამას რომ იტყოდა, დარბაზი ხარხარებდა. ძვირფასი მსახიობი დაგვაკლდა“.[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია