შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

'ადამიანთა მოთმინებას აქვს საზღვარი"!

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 20 ივნისი 2019

"მიმდინარე მოვლენებზე სრული და უპირობო პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს ე.წ. მთავრობას.
უკიდურესმა ცინიზმმა, უპასუხისმგებლობამ, კოლაბორაციონიზმმა, კორუპციამ, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და სიმბოლოების გახრწნა-გაშარჟებამ, ოპოზიციისათვის კანონიერი არჩევნების გზით ნებისმიერი ცვლილების მოხდენის უფლების სრულად წართმევამ, ცინიზმისა და სიძულვილის გაუთავებელმა პროპაგანდამ გამოიწვია ასეთი უარყოფითი და აგრესიული მუხტის აგორება.
საქართველოს მთავრობა უნდა გადადგეს სრული შემადგენლობით!
ეს იქნება დაპირისპირებისა და სიძულვილის, ერის უკიდურესი გახლეჩისა და პოლარიზების შეჩერების ერთადერთი გზა. ამდენმა სიძულვილმა და ცინიზმმა ლოგიკურად შექმნა ძალადობის გარდაუვალი ატმოსფერო. 
ქვეყანას სჭირდება რეალური არჩევნები, რეალურად არჩეული წარმომადგენლები მთავრობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში ძალადობა გარდაუვალი იქნება, რადგან ადამიანთა მოთმინებას აქვს საზღვარი!
გადადექით"!!!

წერს ფეისბუკზე ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი, ზურაბ გურული. 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია