გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

" ასე, რომ წუწუნს მოვეშვათ და საქმეს მივხედოთ"- ხუხაშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 22 ივნისი 2019

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

"რუსული მონაცემებით,საქართველოში დღეს 10000-ზე ნაკლები ტურისტია. მთელი სეზონის განმავლობაში ეს რიცხვი შეიძლება ერთი რიგით გაზრდილიყო. ეს, რა თქმა უნდა დანაკლისია, მაგრამ ჩემის აზრით, არა ისეთი დრამატული, როგორც ამას ხატავენ. იგივე ზღვის კურორტები მათ გარეშეც კარგად იყო ყოველთვის ათვისებული სომხური და აზერბაიჯანული მიმართულებებიდან. ახლაც ასე იქნება. კონკრეტული ბიზნესები, რომელთა ძირითადი მიმართულება რუსეთი იყო, დაზარალდებიან. თუმცა, ეს არ არის სისტემური დარტყმა. ასე, რომ წუწუნს მოვეშვათ და საქმეს მივხედოთ. მითუმეტეს, რომ ტურიზმი არ შეიძლება იყოს არც ერთი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ფუნდამენტი, ზუსტად სხვადასხვაგვარი, მათ შორის პოლიტიკური რისკების გამო."- წერს ხუხაშვილი.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია