შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"მანახეთ კანონი, რომელიც დიდ ხელოვანებს ყველაფერს პატიობს!"- ჩხარტიშვილი რობერტ სტურუაზე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 22 ივნისი 2019

ხელოვნებათმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერძე, რეჟისორ რობერტ სტურუას სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა:

"აზრის გამოთქმის უფლება ყველას აქვს, მაგრამ როცა ამავდროულად ხარ ქვეყნის ნაციონალური თეატრის ხელმძღვანელი, სხვა პასუხისმგებლობა და ვალდებულებები გაქვს. ერთია არაფერს აკეთებს (რუსთაველის თეატრს კარგა ხანია სძინავს) და ახლა კიდე შეურაცხყოფას აყენებს ერს. რატომ ეპატიება ამას ყველაფერი? მანახეთ კანონი, რომელიც დიდ ხელოვანებს ყველაფერს პატიობს!
იმის მაგიერ, რომ გამოვიდეს Rustaveli Theatre - რუსთაველის თეატრი და რაღაც გააპროტესტოს (ბოლო ბოლო მთელმა მთავრობამ აღიარა შეცდომა დავუშვითო) ეს კაცი აქეთ ადანაშაულებს საქართველოს (საქართველოში მეც ვარ, რიგითი მოქალაქე)..."- წერს ჩხარტიშვილი.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია