შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"მხიარული არდადაგები“ - კონცერტი გურჯაანის კულტურის ცენტრში

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 24 ივნისი 2019
გურჯაანის კულტურის ცენტრში ღონისძიება „მხიარული არდადაგები“ გაიმართა. მასში მონაწილეობას ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები იღებდნენ.
-"კონცერტი ანსამბლმა „ხარებამ“ გახსნა. ბავშვებს მხიარული და სასაიმოვნო არდადეგები ვუსურვეთ. მაყურებელი ძალიან კმაყოფილი დარჩა. ჩემი მიზანი იყო, მხოლოდ ხარჯი კი არა, შემოსავალიც ჰქონოდა კულტურის ცენტრს, ასეც მოხდა და ამით კმაყოფილი ვარ,“ - აღნიშნა კონცერტის ორგანიზატორმა და წამყვანმა მარიამ(ციცო) ლაზაშვილმა.

ღონისძიების დასასრულს ყველა ანსამბლს დიპლომი და სიმბოლური საჩუქარი გადაეცა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია