ლანჩხუთელმა მაშველებმა, რომლებიც გრიგოლეთის სანაპირო ზოლზე პატრულირებენ რამდენიმე ადამიანს სიცოცხლე იხსნეს. ამის შესახებ ინფორმაციას „პრაიმტაიმი" ავრცელებს.
მაშველის, გიორგი არსენიძის თქმით, შემთხვევა ძალიან დრამატული იყო.
„მამა თავის 3 შვილთა ერთად წყალში იყო. უცებ გავიგეთ, რომ ყველა მათგანს შველა სჭირდებოდა. საკმაოდ რთული იყო ერთდროულად მათი სამშვიდობოს გამოყვანა, მაგრამ ჩვენმა ჯგუფმა ეს შევძელით და ქუთაისელი მამა და მისი 11, 9, 8 წლის შვილები დაღუპვას გადავარჩინეთ", - აცხადებს მაშველი.
დაზარალებულები ამ დროისთვის თავს კარგად გრძნობენ და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებათ.