შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა  ცენტრმა  ბოლნისში საინფორმაციო შეხვედრა გამართა

წყარო:  გაზეთი ბოლნისი / http://bolnisi.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 17 მარტი 2017

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლობამ  შეხვედრაზე პროქსვირუსებთან დაკავშირებულ საშიშროებებზე, რისკ ჯგუფებზე და მკურნალობის სწორ მეთოდებზე  ისაუბრა.  შეხვედრას ბოლნისის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ..

,,პროქსვირუსები ანუ ზოონოზიური ინფექციები ადამიანზე გადადის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისგან. ეს არ  არის სიცოცხლისთვის საშიში ვირუსი,  თუმცა მიმდინარეობს კანის ძლიერი დაზიანებებით. ვირუსი შედარებით ახალი აღმოჩენილია საქართველოში, პაციენტების რიცხვი კი საკმაოდ  დიდია. სწორედ ამიტომ საქართველოს მასშტაბით ვატარებთ ექიმებთან ტრენინგებს, რათა ინფორმირებულნი იყვნენ,  შეძლონ დაავადების ამოცნობა,  სწორი დიაგნოსტიკა და შესაბამისი მკურნალობა’’. . განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის უფროსმა სპეციალისტმა ეკატერინე ხმალაძემ.


დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია