შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ნიკა მელიას დეპუტატის მანდატი აღარ იცავს

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 26 ივნისი 2019
ნიკა მელიას დეპუტატის მანდატის შეჩერებისთვის, ხმის მისაცემად 94 პარლამენტარი იყო დარეგისტრირებული. აქედან 91–მა მხარი დაუჭირა, სამმა კი ხმის მიცემის პროცედურაში მონაწილეობა არ მიიღო.91 დეპუტატს შორის, რომლებმაც ნიკა მელიას მანდატის შეჩერებას დაუჭირეს მხარი, არიან ადიგენი-ახალციხის დეპუტატი გიორგი კოპაძე და ნინოწმინდა-ახალქალაქის დეპუტატი ენზელ მკოიანი. პარალმენტის პლენარულ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, ნიკა მელიას დეპუტატის მანდატი აღარ იცავს და პროკურატურას შეუძლია აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობის შუამდგომლობა დააყენოს.ოპოზიციიდან პლენარულ სხდომას მხოლოდ ნიკა მელია ესწრებოდა. ოპოზიციის სხვა წევრები ბოიკოტის ნიშნად სხდომას არ დასწრებიან. პლენარულ სხდომაზე ნიკა მელიას მანდატის შეჩერებასა და პატიმრობის ნებართვას დამსწრეთა ხმების უმრავლესობა სჭირდებოდა, თუმცა ეს ოდენობა მინიმუმ 51 უნდა ყოფილიყო.25 ივნისს პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართა, სადაც ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას წინააღმდეგ მიმდინარე საქმეზე ისაუბრეს. პროკურორის თქმით, მათ მიმართეს პარლამენტს, რათა მიიღონ ნებართვა დეპუტატის დაკავებაზე.პროკურატურა ნიკა მელიას ბრალს საზოგადოებრივი წესრიგისა და უშიშროების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენაში სდებს. გენერალური პროკურორის პარლამენტისადმი გაგზავნილ მიმართვაში ნათქვამია, რომ მან შესძლო დაეყოლიებინა მშვიდობიანი მომიტინგეები სამართლადამცავებზე ძალადობრივ თავდასხმაში.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია