შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

,,ერთიანი  კავკასია ‘’- ფესტივალს ფოლადაურის ხეობა მასპინძლობს

მულტიმედია
წყარო:  გაზეთი ბოლნისი / http://bolnisi.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 01 სექტემბერი 2018

ბოლნისის მუნიციპალიტეტმა საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს წელს პირველად უმასპინძლა.,,ერთიანი  კავკასია’’ ფოლადაურის ხეობაში, დღეს  საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. აქ  სხვადასხვა ქვეყნის მუსიკოსებმა, ხელოვანებმა, არქიტექტორებმა და მოხალისეებმა მოიყარეს თავი. ფესტივალის მისიააა შთამაგონებელი და უსაფრთხო სივრცის შექმნა სამხრეთ კავკასიაში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის.

მთელი საღამოს განმავლობაში მიმდინარეობდა  კონცერტები და სხვადასხვა სახის აქტივობები:  გამოფენები, შემოქმედებითი გასეირნება,ინტერდისციპლინური ვორქშოპი. ფესტივალის გაახსნას სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ, მათ ფესტივალის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ხაზი გაუსვეს რეგიონში არსებულ მულტიკულტურულ ურთიერთობების გაღმავებას და ინტეგრაციის პროცეს.

მუსიკოსებს საშუალება ეძლევათ  სცენაზე არა მარტო საკუთარი რეპერტუარი  წარმოადგინონ, არამედ ითანამშრომლონ სხვა მუსუკოსებთან და ფესტივალზე წარსდგნენ ახალი  საერთაშორისო მუსიკალური პროექტებით. ფესტივალი ,,ერთიანი კავკასია ‘’ ხვალ საღამოს დაიხურება.


დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია