შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ევროპის "დანაშაულებრივი სიმშვიდე“- ფირალიშვილ

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 26 ივნისი 2019

„ევროპის ქვეყნების უმრავლესობა იმ დროს და იმ ვითარებაში მიეცა სიმშვიდეს, როდესაც ეს სიმშვიდე არა მხოლოდ შეცდომა, არამედ დანაშაულებრივია", - ასე ეხმაურება ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციისთვის ხმის უფლების აღდგენას.

ცნობისთვის, ევროსაბჭოს საპრლამენტო ასამბლეამ 118 ხმით 62-ის წინააღმდეგ მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთს აძლევს ასამბლეაში სრულფასოვანი დაბრუნების უფლებას. ასამბლეის სხდომაზე მყოფმა საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ხმა წინააღმდეგ მისცა და რუსეთის დელეგაციის უფლებმოსილება პროცედურული საფუძვლით გაასაჩივრა. გასაჩივრებაზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პასუხი 26 ივნისს გახდება ცნობილი.

„ამისთვის სხვა ვერაფერი დამირქმევია, თუ არა უპასუხისმგებლო თავქარიანობა. ევროსაბჭოს ქვეყნების უმრავლესობა პასუხს არ აგებს ამ გადაწყვიეტილებით, პასუხისგება მოგვიწევს ჩვენ, უკრაინას და მოლდოვას. ეს არაფრად ჩაგდება სამი წევრის ფუნდამენტალური ინტერესების, რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარია.

„ევროპის ქვეყნების უმრავლესობა იმ დროს და იმ ვითარებაში მიეცა სიმშვიდეს, როდესაც ეს სიმშვიდე არა მხოლოდ შეცდომა, არამედ დანაშაულებრივია. ახლა ყველაფერი დამოკიდებული იქნება აშშ-ის პოზიციაზე, შეძლებს თუ არა გათამამებული რუსეთის დაოკებას“, - განაცხადა „რეზონანსთან“ ზაზა ფირალიშვილმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია