შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"კაენის სული ზეობს საქართველოს პარლამენტში" - ნესტან კირთაძე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 26 ივნისი 2019

პროფესორი, პარლამენტის ყოფილი წევრი, ნესტან კირთაძე დღეს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებ, რომ ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს სხდომათა დარბაზში კაენის სული ზეობს.
"კაენ, სად არის ძმა შენი !!!

კაენის სული ზეობს ახლა საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში.

კრემლი რამდენიმე დღეა დაჟინებით ითხოვს პოლიტიკური ,, ექსტრემისტების' დასჯას.

ანტისაოკუპაციო მიტინგის მონაწილეთა სისხლიანი დარბევის, შვილების სასიკვდილოთ გაწირვით, თვალების დათხრით, მარბიელი რაზმების მიერ დევნით და მათი მასობრივად დაპატიმრებების შემდეგ , ახალი რაუნდი დაიწყო.

პოლიტიკურ ლიდერთა დაპატიმრებების რაუნდი.

კაენ, სად არის ძმა შენი" - წერს კირთაძე სოციალურ ქსელში.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია