შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ჭერი თავზე გვენგრევა - სოციალურად დაუცველი ოჯახი მერიის დახმარების მოლოდინში

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 27 ივნისი 2019
ვანო გორგაძე საკუთარ სახლში ძმასთან და მის ოჯახთან ერთად ცხოვრობდა, თუმცა, დაზიანებული სახლის გამო, მცირეწლოვნები დროებით მეზობლის სახლში გადაიყვანეს. სოციალურად დაუცველ ოჯახს სხვაგან წასასვლელი არ აქვს.ოჯახმა თვითმმართველობას განცხადებით რამდენიმე კვირის წინ მიმართა.„მერიაში საბუთები მივიტანე, მაგრამ ჯერ რეაგირება არ მოჰყოლია. უმუშევარი ვარ, სოციალურად დაუცველის სტატუსიც მაქვს. მსხვილფეხა საქონელი მყავს და მიწაზეც ვმუშაობ. თავს ამით ვირჩენ, მაგრამ სახლის გასამაგრებლად სამშენებლო მასალების საყიდელი ფული არ მაქვს. ეს ავუხსენი მერიაში და დამპირდნენ, მოვალთ, დავათვალიერებთ სახლს და მდგომარეობას შევისწავლითო, მაგრამ ჯერ არავინ მოსულა“, - ამბობს ვანო.აპირებენ თუ არა გორგაძის სახლის მდგომარეობის შესწავლას, ამ კითხვით ახალციხის მერიას მივმართეთ: „შესწავლის პროცესშია და ჩვენი მხრიდან, შესაძლებლობის ფარგლებში, დავეხმარებით“, - გვითხრეს მერიის საზოგადეობასთან ურთიერთობის სამსახურში.გორგაძე მერიას, ორი პატარა ოთახის ასაშენებლად, სამშენებლო მასალით დახმარებას სთხოვს: „ასაშენებლად მასალა მომცენ და ჩემი ხელით დავდგამ პატარა ოთახს ეზოში“.[ავთო ინასარიძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია