სამცხე-ჯავახეთი
რა ბედი ეწევა ივანე ჯავახიშვილის ბიუსტს?
საზოგადოება
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
27 ივნისი 2019
ივანე ჯავახიშვილის ბიუსტი ახალციხის ციხის ტერიტორიაზე მდებარე მუზეუმიდან 2011 წელს გაიტანეს და სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის მეორე კორპუსის ეზოში, რკინის ბოძის გვერდით დადგეს.„ჩვენი საკუთრება არაა და არც უნივერსიტეტის მიზეზით არ დგას ეზოში. რამდენადაც ვიცი, ახლაც ისტორიული მუზეუმის საკუთრებაა. ჩვენთვის უცნობია, სად წაიღებენ“, - გვითხრა უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ვერიკო მოდებაძემ.სამცხე–ჯავახეთის ისტორიული მუზეუმის დირექტორი ციური ლაფაჩი ამბობს, რომ ახალციხის ციხის ტერიტორიაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, იძულებულები გახდნენ ბიუსტი უნივერსიტეტის ეზოში გადაეტანათ.„უნივერსიტეტის ეზოზე უსაფრთხო ადგილი ვერ მოვნახე, ამიტომ აღმოჩნდა იქ“, - გვითხრა სამცხე–ჯავახეთის ისტორიული მუზეუმის დირექტორმა ციური ლაფაჩმა.მისივე თქმით, ბიუსტის მუზეუმის ტერიტორიაზე დაბრუნება იგეგმება: „როდესაც მუზეუმის მშენებლობა დასრულდება, ბიუსტს უკან დავაბრუნებთ. ამ ეტაპზე მშენებლობის პროექტი ეკონომიკის სამინისტროშია გადაცემული და პასუხს ველოდებით“.მუზეუმის აშენება, ზედა ციხის შესასვლელთან მდებარე ტეიროტირაზე იგეგმება, თუმცა როდის დაიწყება სამუშაოები, ამ ეტაპზე უცნობია.[ავთო ინასარიძე, ახალციხე]