გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ოზურგეთის ისტორიული მუზეუმის რეაბილიტაცია იწყება

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 28 ივნისი 2019

მალე ოზურგეთის ისტორიული მუზეუმის რეაბილიტაცია დაიწყება.

შენობის ინტერიერტის კაპიტალურ რემონტს შპს „კომფორტი XXI” შეასრულებს.

მანამდე მუზეუმში დაცული ექსპონატები ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში შეინახება.

მუზეუმი დღეს ოზურგეთის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ პროექტის დამფინანსებლის, მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებთან და მოადგილეებთან ერთად დაათვალიერა.

პროექტის დეტალური განხილვისას შედგა შეთანხმება პროექტში მუშა პროცესში გამოვლენილი საჭირო ცვლილებების შეტანის შესახებ.

►ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ოზურგეთის ისტორიული მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტი გასულ წელს შეიძინა. პროექტი მომზადებულია საპროექტო კომპანია შპს „გეოანალიტიკას“ მიერ საინჟინრო გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე. 
►მუზეუმის შენობა აშენებულია 1960-იან წლებში და წარმოადგენს ორსართულიან, სწორკუთხოვან კარკასულ ნაგებობას. 
► პროექტი ითვალისწინებს: სააქტო-საკონფერენციო დარბაზის რემონტს, ხელნაწერთა და ძირითადი ფონდის დარბაზის რეაბილიტაციას, მუზეუმის საექსპოზიციო დარბაზებში დაცული ექსპონატებისთვის ვიტრაჟების მოწყობას, ანტრესოლის მოწყობას, სამუშაო ოთახების რეამონტს, სველი წერტილების მოწყობას, ლიფტის მონტაჟს, გარე პერიმეტრზე კიბის და ფეხმავალი ბილიკის მოწყობას, შენობაში ვენტილაციის, კლიმატკონტროლის და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების მონტაჟს, საინჟინრო კომუნიკაციების ნორმების შესაბამისობაში მოყვანას. შენობის რეაბილიტაციის შემდეგ სართულები დაკავებული იქნება: საქსპოზიციო ვესტიბულით, გასახდელით, ოფისებით, არქივით, სანიტარული კვანძებით, ლიფტით, დამხმარე ფართით.

►ოზურგეთის ისტორიული მუზეუმის რეაბილიტაცია 5 თვის ვადაში უნდა დასრულდეს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია