ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანი დღეს გამართულ ბრიფინგზე 20 ივნისის მოვლენებს გამოეხმაურა და საზოგადოებას მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდა.
„მე მოვუწოდებ ყველას, გიორგი გახარიას მომხრებსაც, იმათაც ვინც შტურმში მონაწილეობდა, ვინც არ მონაწილეობდა და თანაუგრძნობდა, იმათაც ვინც ნეიტრალური იყო, რომ არ შეიძლება ეგეთი საბაბით, ჩვენ თუ ეს ქვეყანა ყოველ ჯერზე ეგეთ რისკამდე მივიყვანეთ... მერე ლარს რა მოუვიდა... ტურიზმს რა მოუვიდა... მერე ეს კითხვები ბევრად უფრო მძიმეა. ეს ქვეყანა არ იმსახურებს, ამას გულწრფელად გეუბნებით, რომ ვიღაცა სავარძელში ჩაჯდება თუ ხეზე ავა, ამის გამო გადავწვათ. მერამდენეჯერ მეორდება? ეს ხომ გავლილი გვაქვს? რაც 80-იანების ბოლოს და 90-იანების დასაწყისში გაკვეთილები მივიღეთ და ვიწვნიეთ... 2 რევოლუცია მოხდა, ამ რევოლუციებს სხვადასხვანაირად აფასებენ მაგრამ ერთი საერთო ნიშანი აქვთ, ორივემ უცილობლად გამოიწვია ტერიტორიების დაკარგვა და ომი, ამას ვერავინ უარყოფს. გვაკლია ეგ ამბავი. გიორგი გახარიას მომხრეებს მოვუწოდებ თუ არა?! ხო, გიორგი გახარიას მომხრეებს მოვუწოდებ სახლში იჯდნენ დანარჩენებმა გადაწვან ქვეყანა? ყველა გაჩერდეს, ყველა უნდა გაჩერდეს.
შტურმი უნდა გავაკეთოთ მაგიტომ? არ ხდება ამის გამო პარლამენტის აღება წარმოუდგენელი რაღაცაა... რამდენიმე წუთში შეწყდა სხდომა, ის კაცი აქედან გაფრინდა. ეს კიდევ ცალკე საკითხია, ვერავინ ვერ დამაბრალებს, რომ რამით ვუთანაგრძნობ მაგ კაცს, მაგრამ იგივე ფიზიკური შეხება, რაღაცეების სროლა... ხან გვინდა კავკასიელები ვიყოთ, ხან გვინდა ეს ვიყოთ და არ წერია ეს არაფერში, არაა ჯანმრთელი ამბავი. რაც გინდა ის დამაბრალეთ არ წერია არაფერიში რომ სტუმარს ასე... ჩაქუჩი უნდა ჩაგერტყათ?! მაგას ამბობთ?“- განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.