შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ნათელია, რომ მნიშვნელოვნად შესუსტდა "ქართული ოცნების "ლეგიმიტაცია საზოგადოებაში"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 01 ივლისი 2019

მმართველი გუნდის წევრი გია ჟორჟოლიანი „ქართული ოცნების“ ლეგიტიმაციის შესუსტებაზე ალაპარაკდა, ამის შესახებ განცხადება მან ნიუპოსტთან „შერატონ მეტეხი პალასში“ გააკეთა, სადაც დღეს „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების „პროპორციული არჩევნები 2020“-ის პრეზენტაცია გაიმართა. ჟორჟოლიანი აღნიშნულ ცვლილებას სწორეს პოლიტიკური კლასისადმი ნდობის გაზრდის საშუალებად მიიჩნევს:

„ყველასთვის ნათელია, რომ მნიშვნელოვნად შესუსტდა არა მხოლოდ ქართული ოცნების, არამედ იმ პოლიტიკური კლასის ლეგიმიტაცია საზოგადოებაში, რომელიც მთავარ როლს ასრულებს ჩვენს პოლიტიკაში. მე მგონი მთავარი მიზეზი არის ის რომ მათ შორის ქართულმა ოცნებამაც დაინახა ეს შესუსტება და ფართო საზოგადოების გაუცხოება პოლიტიკური კლასისადმი. ეს ცვლილება სერიოზული ცვლილებაა და არ არის რომ რომელიღაც პარტიას აწყობს და რომელიღაცას არ აწყობს, ეს არის მმართველობის ცვლილება და ვფიქრობ რომ ამან შეიძლება საზოგადოების უნდობლობისა და პოლიტიკური კლასისადმი ნეგატიური დამოკიდებულების პირობებში პოზიტიური როლი ითამაშოს, იმ თვალსაზრისოთ, რომ საზოგადოებამ ნდობა იგრძნოს არჩევნებისადმი და ხელი შეეწყოს ამ თვალსაზრისით პოლიტიკური კლასის ცვლილებას, რაც აუცილებელია.“- განაცხადა ჟორჟოლიანმა.

ჟორჟოლიანის თქმით, ის რომ მმართველი ძალისადმი უნდობლობა მაღალია, აჩვენა არა მხოლოდ მასშტაბურმა, ხანგრძლივმა საპროტესტო აქციებმა, არამედ არჩევნების შედეგებმაც და ეს ჩანს ჩატარებულ კვლევებშიც:

„არა მხოლოდ აქციები, არჩევნების შედეგებიც და ნებისმიერი კვლევაც, ნახავთ რომ ბევრად უფრო მაღალია უნდობლობა და ეს ქმნის სირთულეებს.“- აღნიშნა გია ჟორჟოლიანმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია