შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სასულიერო პირი- გარეჯში აზერბაიჯანულმა მხარემ ბილიკის გამაგრება დაიწყო

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 03 ივლისი 2019

აზერბაიჯანულმა მხარემ დავით გარეჯში, ჩიჩხიტურის კოშკის მიმართულებით არსებული ბილიკის გამაგრება დაიწყო.

ამის შესახებ ინფორმაციას დავით გარეჯში მცხოვრები სასულიერო პირი მამა ზვიადი ავრცელებს.

მისი თქმით, გუშინ სატვირთო მანქანებით ტომრები მიიტანეს და, დაახლოებით, 100-მეტრიან ბილიკზე ქვები დაყარეს.

გარეჯელი ბერები ამბობენ, რომ ბილიკი ჩიჩხიტურის კოშკიდან სულ რამდენიმე მეტრი აშორებს. გზის გამაგრების სამუშაოების პარალელურად კი, უდაბნოს მონასტერი ისევ ჩაკეტილია და აზერბაიჯანელი მესაზღვრეები არც სასულიერო პირებს და არც მომლოცველებს უძველეს ტაძრებთან არ უშვებენ.

ფოტო: დავით ქაცარავა

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია