(რეზონანსი) ხუთშაბათს პარლამენტის წინ გრანდიოზული კონცერტი გაიმართება, ხოლო 6 ივლისს იგეგმება ფართომასშტაბიანი მსვლელობა - ამის შესახებ რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, შოთა დიღმელაშვილმა განაცხადა.
მისი განმარტებით, პარლამენტის შენობასთან შეიკრიბებიან, ლექსებს წაიკითხავენ, იმსჯელებენ, კინოს გაუშვებენ, ასევე იქნება საუბრები კინოზე.
„ამ ადგილს მოვაწყობთ მუდმივ სამუშაო სივრცედ. სხვადასხვა წვრილ-წვრილი კომპანიები თავის დეპარტამენტის რაღაც ნაწილებს გადმოიტანენ აქ, გავაკეთებთ დიდ ტენტს ე.წ. თანასამუშაო სივრცეს და გავაკეთებთ იმას, რაც საუკეთესოდ ვიცით, პროჯექთ მენეჯმენტს. ჩვენ ამ ყველაფრიდან შევქმნით ერთ დიდ ავტონომიურ პროექტს, აქ იჯდება ბევრი ადამიანი და იმუშავებს იმაზე, რაც ყველას გვინდა. თუ უნდათ სხვა საქმეებიც გააკეთონ პარალელურად. იქნება ყოველკვირეული დაკიდული თარიღი, როცა ძალიან დიდი მარშით გავივლით ხოლმე და გავაგონებთ ხელისუფლებას ჩვენ ხმას", - განაცხადა დიღმელაშვილმა.