შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ამბავი გურიასა და გურულებზე

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 02 ივლისი 2019

გურულებიო სხვანაირები არიანო...
გურულებს შრომის სიყვარულს გვიწუნებენ და ამიტომაც არისო, რომ სულ ღარიბი იყოვო გურია.
გურულებს ლაზღანდარობის მეტი არაფერი უნდაო...
წევიდა კაცი სათოხარში გექტრობით მიწა აქვს გასათოხნი და აგერ კრიმანჭულს ღიღინებს.იქაც იმიტომ მიდის და ნადს იმიტომ ეძახის, რომ სამხარზე თითო გრაფინი ღვინო გადაჰკრას კრიმანჭული ჩაახვიოს და მერე პოლიტიკით გაძღეს.
მე ვფიქრობ რომ გურულები სიცოცხლის მოყვარული ხალხია. ვერ ნახავ მატერიალისტ გურულს, ხარბ და ძუნწ გურულს ვერ იპოვი...
კილო კავს თუ დაუკვირდები ნახავ გურულის დამოკიდებულებას მოვლენებისადმი... მაგალითად " ამდენ ლაზღანდარში აგერ აააა ქე გახდა აი შავი კაცი პრეზიდენტი"
სერიოზულია მაგრამ აბა კილოს უსმინე თითქოს აქ არაფერი.
დასცინის გურული ფაქტების და მოვლენებს აბსურდულობას და იცინის გულიანად ყველაფერი უხარია, ცხოვრება , სხვანაირი თვალი აქვს.
ერთი შეხედვით იქნებ ისიც კი იფიქროთ ყველაფრის უკმყოფილოა გურული მაგრამ ისეთი მცირედით ნახავთ კმაყოფილს რომ აზრს მყის შეიცვლით.

თუ რამეს სათხოვნელად მიხვალ გეტყვის " მაგერ იქნება საცხა ეზოში მოძებნე და წეიღე ბიძია" აქვს ნივთი მაგრამ ეს ის არ არის, რომელსაც დაჰფოფინებს მისთვისაც უნდა სხვისთვისაც ემეტება. და იცის რომ დღეს არის და ხვალ არ იქნება. 
არ შეიძლება არ შეგიყვარდეს !
სოციალურია გურული – აბა ნადი ? ნადი უბრალო მოვლენა არ არის. ეს იმ ადამიანების გუნდია რომელსაც სიმღერა შეუძლია. აბა საქმე სიმღერის გარეშე?! არ გამოვა. შავკანიანები რომ ჯაზს მღეროდნენ სამუშიერზე აგერ გურულები ნადურს ახვევდნენ ყანაში.
ასეთია გურული. შვილს სათოხარში, რომ წაიყვანს ყანის თოხნისას იმას ასწავლის" ნასტავლი უნდა გამოხვიდე და ქვეყანას გამოადგეო"
გურულები ყველაფერზე ხუმრობენ, ტაბუ დადებულ თემებზე და ისე ხომ ხუმრობენ და ხუმრობენ.
გურული რომ ლაპარაკობს იფიქრებ ღმერთსაც და ეშმაკსაც დავიწყებია მაგრამ ძილის წინ ისე არ დაწვება პირჯვარი რომ არ გადაიწეროს და იქნებ ლოცვანიც კი ედოს თავსთუმალს.
ადვილად არ ეძინება. სტუმრობა, რომ მოგიწიოთ შუაღამით იქნებ შეუსწროთ როგორ კითხულობს წიგნს ან გასცქერის მთვარიან ღამეს ჩაფიქრებული.
ფიქრი უყვართ გურულებს, ემოციით სავსე და სიყვარულით აღსავსე. 
ლოთი და უქნარა რა მოსატანია... ყველგანაა ასეთი.
გურულებს ყოველთვის ბევრი აქვთ მოსაყოლი და უნიკალური მეხსიერება აქვთ დიდი ყალთაბანდი ხალხი და გონების ხალხია გურულები თუ გამევიდა იმფერი გამოდის ერთი ასს რომ უდრის.

ჩვენ გურულები ასეთები ვართ რაღაცნაირები.
ჩვენ გურულებმა სხვანაირი მობრძანდის თქმა ვიცით.
ჩვენ მარტო გურულებმა ვიცით იმის გარკვევა ჩამოსვლისთანავე სტუმარი თუ როდის მიდის. იმიტომ კი არა, რომ გვეჩქარება მისი წასვლა. უბრალოდ გვაინტერესებს რამდენად დიდი გეგმა აქვს სტუმარს და თითქმის არ მახსენდება, რომელიმე სულიერს გურული განეცვიფრებინოს გეგმის მასშტაბურობით თუმცა ყოველთვის აძლევს მასპინძელს სასაუბრო თემას ეს კითხვა პასუხი.

მიყვარს ჩემი პატარა გურია და ვიცი კიდევ ბევრს დიდი და კარგ ადამიანს გაუზრდის ეს პატარა კუთხე მთელს კაცობრიობას!

ფოტო და წერილი ფეისბუკ გვერდ "გურია"-ზე გავრცელდა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია