შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ზოგადი უნარების გამოცდის პირველი დღე დასრულდა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 03 ივლისი 2019
გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტის ნაწილი ამბობს, უნარების ტესტი მარტივი იყო, ზოგს ვერბალური ნაწილი გაუჭირდა, ზოგს კი მათემატიკური ნაწილი.„ჩემთვის მათემატიკური ნაწილი საკმაოდ მარტივი იყო, უფრო მეტად ვერბალური გამიჭირდა. ლოგიკები იყო შედარებით რთული. ერთი დავალება იყო წრიულზე ხუთი შენობა არისო და ეგ გამიჭირდა, თუმცა საერთო ჯამში არ ვარ უკმაყოფილო“,– თქვა ნინო ჩარექოვმა.თორნიკე ტოგონიძისათვის კი უფრო მარტივი ვერბალური ნაწილი აღმოჩნდა. „ვერბალური უფრო ადვილი იყო, მათემატიკურში შედარებით რთული ამოცანები იყო, ისე საშუალო სირთულის ტესტი იყო“.გამოცდის მეორე სესიაზე რეგისტრაცია 14:00 საათზე დაიწყო, გამოცდა ორი ნაწილისგან შედგება, ვერბალური და მათემატიკური ნაწილი. თითოეული ნაწილის დასაწერად დრო 1 საათი და 35 წუთია განსაზღვრული.ამავე სესიაზე საგამოცდო ცენტრიდან 23 კურატორი და 23 მეთვალყურე აკვირდებოდა. თითო ოთახში ორი დამკვირვებელი იყო.[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია