შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ეს მომიტინგეები ქართულ ჰაერს რომ სუნთქავთ, როდესაც ოკუპაციას აპროტესტებთ"...-გამზარდია ჩარკვიანს პასუხობს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 03 ივლისი 2019

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ქეტათო ჩარკვიანის განცხადებას ეხმაურება, რასაც სოციალურ ქსელებში დიდი გა მოხმაურება მოჰყვა და ნახევრად ხუმრობით წერს: 

"ეს მომიტინგეები ქართულ ჰაერს რომ სუნთქავთ, როდესაც ოკუპაციას, უსამართლობას აპროტესტებთ, თვითონ სხვისი საკუთრების, საქართველოს ჰაერის საკუთრების მაჯლაჯუნა მიმტაცებელად არ უნდა მოგვევლინოთ.

საქართველოს ჰაერი თავისი მაშტაბით იმდენად დიდია და დროსთან მიმართებაში მისი აქტუალურობა იმდენად მზარდი, რომ არაერთხელ ყოფილა მცდელობა ქართული ჰაერის სხვადასხვა პოლით, თუ სამოქალაქო ჯგუფების მხრიდან საკუთარი პიარ მიზნებისთვის მიტაცება-გამოყენების.

ასეა ეს.

სტატუსი ნახევრად იუმორისტულია"-წერს გამზარდია.

ცნობისთვის, მომღერალი ქეთათო ჩარკვიანი პარლამენტთან მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქციებზე ირაკლი ჩარკვიანის სიმღერების გამოყენებას Facebook-ზე აკრიტიკებს და წერს: 

"ირაკლის მუსიკა თავისი მაშტაბით იმდენად დიდია და დროსთან მიმართებაში მისი აქტუალურობა იმდენად მზარდი, რომ არაერთხელ ყოფილა მცდელობა მისი კომპოზიციის სხვადასხვა პოლიტ, თუ სამოქალაქო ჯგუფების მხრიდან საკუთარი პიარ მიზნებისთვის მიტაცება-გამოყენების.

როდესაც ოკუპაციას, უსამართლობას აპროტესტებ, შენ თვითონ სხვისი საკუთრების, ინტელექტუალური საკუთრების მაჯლაჯუნა მიმტაცებელად არ უნდა მოგვევლინო, რაღა თქმა უნდა, თუ გინდა შენი გულანთებულობის ვინმეს ჯეროდეს და შენს ქმედებებში თანმიმდევრული იყო"

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია