კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გურჯაანის პარკის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 05 ივლისი 2019
მუნიციპალური განვითარების ფონდმა, გურჯაანის პარკის რეაბილიტაციის მიზნით, ტენდერი უკვე გამოაცხადა. სამუშაოებს, რომლის სავარაუდო ღირებულება 3 102 330 ლარია, ევროპის საინვესტიციო ბანკი დააფინანსებს.
წინადადების მიღება 15 ივლისს დაიწყება და 19 ივლისს დასრულდება.

მოეწყობა ამფითეატრი, ბელვედერი, საიდანაც პანორამული ხედი გაიშლება, ღია კინოთეატრი, სპორტული მოედანი, ატრაქციონები, აშენდება ვიზიტორთა ცენტრი, ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდება პარკის ტერიტორიაზე არსებულ შალიკაშვილების მუზეუმს.

სატენდერო პირობების თანახმად, გამარჯვებულმა კომპანიამ აღნიშნული სამუშაოები ერთი წლის ვადაში უნდა დაასრულოს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია