შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ ახალციხეში რეგიონული ოფისი გახსნა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 05 ივლისი 2019
„ძალიან გვიხარია, რომ შევძელით ოფისი და წარმომადგენლობა გვქონდეს სამცხე–ჯავახეთის რეგიონში. ვმუშაობთ კორუფციის, სასამართლოს და არჩევნების თემებზე. ასევე,ადგილობრივი თვითმმართველობების შესაძლებლობების განვითარებაზე ,მათი ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის გაზრდაზე,“–ამბობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ საქართველოს აღამსრულებელი დირექტორი ეკა გიგაური.მისივე თქმით, სულ მალე, მოქალაქეებს ოფისში უფასო იურიდიული კონსულტაციის მიღება შეეძლებათ: „აქცენტს ვაკეთებთ მიწის და საკუთრების უფლებებზე, უკანონოდ გათავისუფლებულებზე და მედიის და ჟურნალისტების უფლებებზე“.რეგიონული ოფისის გახსნის პრეზენტაცია რაბათში, სასტუმრო „ჯინო ველნესში“ დღეს, ხუთ ივლისს, გაიმართა. ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.„ჩვენ რეგიონში დაწყებული გვაქვს უკვე თემებზე მუშაობა, პირველი კვლევა, ბლოგი გამოქვეყნდება ძალიან მალე. ძირითადი საკითხი, რაზეც ვმუშაობთ, ესაა კორუფციის შესაძლო საფრთხეები. ასევე ძალიან აქტიურად დავაკვირდები არჩევნებს. შემოდგომიდან გვეყოლება იურისტი და სამართლებრივი კონსულტაციების გაწევასაც შევძლებთ მოქალაქეებიუსთვის“,–ამბობს საერთაშორიოს გამჭვირვალობა საქართველოს რეგიონუილი კოორდინატორი სამცხე–ჯავახეთში თამუნა უჩიძე.რეგიონული ოფისის მისამართია ახალციხე, ნებიერიძის ქუჩა N18. ახალციხის მერიის გვერდით.[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია