შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"რა გადატრიალება, თქვენ ისედაც უკვე გადატრიალებული ხართ"- ბურჭულაძე ხელისუფლებას

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 07 ივლისი 2019

პაატა ბურჭულაძემ რუსთავი 2-ის ეთერში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებაზე ისაუბრა:

"მითხარით, რომელ გადატრიალებაზეა საუბარი. ვის ატყვილებენ, დაგვცინიან? ბატონო ოცნების წევრებო, მე მინდა, გითხრათ, რომ ოპოზიციაში ბევრად თქვენზე ჭკვიანი და განათლებული პოლიტიკოსები არიან, როგორც ხელმძღვანელობაში, ისე რიგითები. ასეთ საჩუქარს ეგენი თქვენ არ გაგიკეთებდნენ არასდროს, არც მოუვიდოდათ აზრად. იმიტომ, რომ, 7 წელია უკვე გიტანთ თქვენ მთელი საქართველო და დარჩა რამდენიმე თვე და თქვენ გაწყობთ ეს, რომ მოხდეს გადატრიალება, მერე სათქმელი რომ გქონდეთ, რომ არა გადატრიალება, ჩვენ მოვიდოდით ისევ ხელისუფლებაშიო. ვის რაში სჭირდებით, რა გადატრიალება, თქვენ ისედაც უკვე გადატრიალებული ხართ, თქვენ თვითონ მოუწყვეთ თქვენს თავს გადატრიალება. მე ყოველთვის ვიძახდი, რომ ეს არის მავნებელი მთავრობა, მაგრამ ისინი უკვე 20 ივნისის მერე დამნაშავეებად ჩამოყალიბდნენ."- განაცხადა ბურჭულაძემ.

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია