კახეთი
8:1 - გურჯაანის "ალაზანი" ღია ლიგის ჩემპიონია
სპორტი
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
08 ნოემბერი 2018
გურჯაანის საფეხბურთო გუნდი "ალაზანი" დღეს თბილისის
"გიფას" დაუპირისპირდა, 8:1 დაამარაცხა და ღია ლიგის ჩემპიონი
გახდა.
-"ბიჭებმა თავი არ დაზოგეს და ეს შედეგზეც აისახა. პირველ ტაიმშივე
6:1-ს ვიგებდით, საბოლოო ანგარიში 8:1 დასრულდა. რაც სეზონის
დაწყებისას დავგეგმეთ, სეზონიც ასე დაგეგმილად, წარმატებით
დავასრულეთ. ახლა გადავდივართ რეგიონულ ლიგაში, სადაც ფედერაცია 40
000 ლარით დაგვაფინანსებს. ეს დიდი სტიმული იქნება ჩვენი
გუნდისთვის."- აღნიშნა speqtri.ge-სთან "ალაზანის" მწვრთნელმა ოთარ
ვარამიშვილმა.