რადგან პოსკრიპტუმით დასრულდა გუშინდელი დღეც მეც PS-ით დავიწყებ.
მთელი გუშინდელი დღე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე, ევროპისკენ მიმავალი საქართველოს თითქმის ერთთვიან ზეიმთან დაპირისპირების, ამ აქციების არსისა და მნიშვნელობის ნიველირების მცდელობა იყო და გაბუნიას ღამის ეთერმა უბრალოდ დააგვირგვინა ეს ერთგვარი შეტევა რუსთაველზე შეკრებულ ახალგაზრდებზე.
სოლიდარობა პირველ რიგში გვერდში დგომას და მინიმუმ ხელის არ შეშლას ნიშნავს, მანამ სანამ იმათი მიზანი, ვისთანაც სოლიდარული ხარ არ არის მიღწეული. გუშინ სწორედ რომ პრორუსული სენტიმენტების ხელახალი მობილიზების, ახალი ენერგიის ჩასხმის მცდელობა განხორციელდა სხვადასხვა მხრიდან.
გარდა იმისა რომ დავადგინეთ გაბუნია უზრდელია, რუსთავი 2-ზე პოზიციის გამოხატვა მეგა-უზრდელობის გარეშე არ შეუძლიათ და წუხელ წამყვანმა საკუთარი არხის დირექტორი უხამსობის დიდ შეჯიბრში გამოიწვია, კიდევ ბევრი რამ გაირკვა გუშინ.
ანა-ბანა: - გაბუნიას გინება ეწერება საქართველოს საწინააღმდეგო საინფორმაციო ომის სტრატეგიაში ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც. ამასობაში, დიდებული კოზირი მისცა ხელისუფლებას დისკურსის შეცვლისთვის.
- ხელი გაუხსნა ხელისუფლების მწყობრში ჩამდგარ ბოდიშს, რომელიც სახელმწიფოებრივ ღირსებას გვილახავს.
პრეზიდენტი, როგორც ყოველთვის სპეციფიური და უკიდურესი არაკომპეტენტურობის საზომია:
ტელევიზიის წამყვანის სიტყვა, როგორიც არ უნდა იყოს ის ომის პროვოცირებას ვერ გამოიწვევს. ხელისუფლებაში თქვენ ხართ‼️, თქვენ‼️. მაგრამ ალბათ ისე დაასრულებთ ხელისუფლებაში ყოფნას რომ ამას ვერასოდეს გაიგებთ, ვერ დაიჯერებთ‼️
ომის პროვოცირებაც და არ დაშვებაც მხოლოდ თქვენს ხელთაა და მეტი არავისი ‼️
აქვე იმედი მინდა დავიტოვო, რომ ქალაქის მერის მიერ დაანონსებული "მკაცრი რეაგირება" იმაზე რომ ოპოზიციურ ტელევიზიას სუპერ უზრდელი წამყვანი აღმოაჩნდა, იმედია ემოციური წამოცდენა იყო და ასეთად დარჩება.
მეკი ჩემო ხელისუფლებავ, ამ ზღვარგადასულ "კდემამოსილებაში" წუხელ რომ დაგემართათ უფრო იმან შემაძრწუნა, რომ რუსეთისთვის, რუსებისთვის, ამხანაგი პუტინისთვის ბოდიშის მოხდის შანსი გაგიჩნდათ და სიმაღლის მიხედვით დაეწყეთ და დასწრებაზე ხართ. თორემ ზღვარსგადასული უზრდელობა რომ გაწუხებდეთ პოლიტსაბჭოს სხდომაზე გექნებოდათ ხოლმე უხერხულობა.
და ისევ PS-ით დავასრულებ.
ამ სტატუსის დაწერის დროს ასჯერ დავგმე უზრდელი გაბუნია. იმიტომაც რაც მოვისმინეთ, და უფრო კი იმიტომ, რომ ჩემი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს მსოფლიოსადმი მიმართვა გაავრცელებინა ჩემს ქვეყანაში ერთი უზრდელი ჟურნალისტი მყავს და აუცილებლად უნდა შეაფასოთ მისი საქციელიო.