შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ხანძრის დროს ბინაში მყოფ გოგონას გასაღები კარის ბუდეში გაუტყდა

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 09 ივლისი 2019
გორში მშვიდობის ქუჩაზე პირველ სართულზე ხანძარი გაჩნდა. ამ დროს ბინაში 16 წლის გოგონა იმყოფებოდა. მეზობლების თქმით, გოგონას კარში გასაღები ჩაუტყდა: ,,დაახლოებით, ნახევარი საათი ვეწვალებოდით, რომ გამოგვეყვანა. გასაღები ჩაუტყდა ბავშვს და ვეღარ აღებდა. მერე დედამისიც მოვიდა. გარედანაც ვეწვალებოდით, მაგრამ არაფერი გამოგვდიოდა. რკინის კარს რას უზამ? სამაშველო რომ მოვიდა, კორპუსის უკანა მხრიდან აივანზე ავიდნენ და იქიდან ჩამოიყვანეს ბავშვი.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია