რათაც გადაბრუნებული, უკუღმართი სარკეების პერიოდი გვაქვს ამ პაპანაქება ივლისში...
რომელიღაც ჟურნალისტის მდაბიო ტირადის გამო რატომ უნდა შევიწუხო თავი და ჩემი ქვეყნის დაუძინებელი მტრის დასაცავად ქუჩაში გავიდე? უბრალოდ მითხარით, რა არგუმენტით? ამ ბრბოს, რომელიც ლაჩრულად, კლავიატურასთან ყოველ ცისმარე დღეს უკანასკნელი სიტყვებით აგინებს ყველას, ვისაც ხიხო და მისი მონები არ მოსწონს, დღეს პუტინის დედის მოხსენიება აშფოთებს?
სად იყვნენ, სად არიან ესენი, როცა რუსი ყოველდღე კარაქის ნაჭერივით გვაჭრის მიწას?! სად იყვნენ, როდესაც მშვიდობიან მოსხლეობას იტაცებენ და გვიხოცავენ?! სად ეყარნენ, როდესაც ამ ორიოდე დღის წინ ვიღაც რუსი ღორები ბრიუსელში დამცინავად გვიცხადებდნენ, რომ ვერ ვეღირსებით აფხაზეთის და სამაჩაბლოს საქართველოში დაბრუნებას?!
ასე რომ, ნუ მიაცვ-მოაცვამთ, გულანთებულო აგენტურავ, ტყავში დაეტიეთ და კაცობანას თამაშს შეეშვით! თქვენ სხვა მუცლის გვრემა გაქვთ, მიბრუნდით ბუნაგში, კარტოფილი დაგრჩათ შეუჭმელი!
წერს ცოტნე გამსახურდია საკუთარ ფეისბუკ გვერდზე.