„პუტინი იქცევა იაკუძას პრინციპით. გეშინია?! ერთგულებას მიმტკიცებ?!-ნეკა მოიჭერი... დგას ახლა ხელისუფლება და ფიქრობს მოიჭრას თუ არა- ეს განცხადება, ექსპერტმა გია ხუხაშვილმა გააკეთა.
ხუხაშვილი პუტინის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მან საქართველო რუსეთის გუბერნიად მოიხსენია და მას ოკუპანტი უწოდა.
ხუხაშვილი ხელისუფლებას პუტინთან რევერანსების ნაცვლად, მოქმედებას ურჩევს. მისი თქმით, ვლადიმერ პუტინის ამ განცხადებაზე ადეკვატური რეაგირების ნაცვლად, "ქართული ოცნების" ხელისუფლება რუსეთის პრეზიდენტს ახლა მარაოს უნიავებს.
„პუტინი ახლა იქცევა კლასიკური იაკუძას პრინციპით. გეშინია?! ერთგულებას მიმტკიცებ?!-ნეკა თითი მოიჭერი და დგას ახლა ჩვენი ხელისუფლება და ფიქრობს რა, მოვიჭრა თუ არ მოვიჭრა. ნაწილობრივ უკვე მოჭრილი აქვთ. ნახევარი სისხლი უკვე გამოშვებული აქვთ. პრეზიდენტის განცხადება ეს არის პოლიტიკური დირექტივა. მათ შორის დელეგაციებისთვის სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში. ისტორიის გადაწერა ხდება პოლიტიკური მიზნით. სამწუხაროდ, ნახეთ რა გააკეთა პუტინმა, ერთის მხრივ დაკიდა სანქციები და მეორეს მხრივ დაგვაყენა ახალი რეალობის წინაშე. გვითხრა ესეთი რაღაცა რომ არ გინდათ სანქციები?! თუ არ გინდათ მაშინ თქვენ კი არ ხართ ოკუპანტები და დესერტად კიდევ მიირთვით ის რომ ოსების გენოციდი ჩაგიტარებიათ თურმე. აი ეს მოჰყვა რას, ეს მოჰყვა იმას, რომ ხელისუფლებამ მოახდინა შიშის დემონსტრირება რასაც შედეგად მოჰყვა პუტინის ამ ტიპის საკმაოდ კარგად გააზრებული მასტერკლასი საქართველოს ხელისუფლებისთვის,“-განაცხადა გია ხუხაშვილმა.