სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

შპს კეთილმოწყობამ მეეზოვისა და ელექტრიკოსების საქმეზე განაჩენი გაასაჩივრა

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 12 ივლისი 2019
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ მეეზოვე დათო ლომიძის საქმეზე განაჩენი 17 მაისს გამოაცხადა, ხოლო ელექტრიკოსების – პავლე ათუნაშვილის და ივანე დავიდოვის საქმეზე – 29 მაისს. ორგანიზაციას მათი სამსახურში აღდგენა და იძულებით განაცდური საათების ანაზღაურება დაეკისრა. შპს „კეთილმოწყობამ“ აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა. „ახალციხის სასამართლოს გადაწყვეტილებას ყველა პუნქტში არ ვეთანხმებით, თავისთავად – არც იმას, რომ ჩვენი უვადო თანამშრომლები იყვნენ“, – ამბობს შპს–ს დირექტორი კობა კურტანიძე.შპს "კეთილმოწყობის" ინტერესებს, მეეზოვე დათო ლომიძის საქმეზე იოსებ ხითარიშვილი, ელექტრიკოსების საქმეზე კი კახა მათოშვილი დაიცავს. ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ორივე ადვოკატმა კანონით დადგენილ 14 დღის ვადაში გაასაჩივრა. „არ მიგვაჩნია, რომ შპს კეთილმოწყობა წინა სამსახურის სამართალმემკვიდრეა. შესაბამისად, მეეზოვეზე უვადო ხელშეკრულების წესი ვერ გავრცელდება, ამიტომ ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და დავით ლომიძის მოთხოვნაზე უარის თქმას ვითხოვთ“, - გვითხრა შპს კეთილმოწყობის ერთ-ერთმა ადვოკატმა, იოსებ ხითარიშვილმა.ელექტრიკოსებიც და მეეზოვეც, ახალციხის კეთილმოწყობის სამსახურიდან 2018 წლის 31 დეკემბერს გაათავისუფლეს. გათავისუფლებული თანამშრომლები აცხადებდნენ, რომ უსამართლოდ გათავისუფლდნენ და, ამასთანავე, კეთილმოწყობის სამსახურში მათ ანაზღაურების გარეშე დამატებითი სამუშაოს შესრულებას სთხოვდნენ. სამივე მოპასუხის ინტერესს სააპელაციო სასამართლოში ეკა აბაშიძე დაიცავს.შპს "კეთილმოწყობიდან" გათავისუფლებული ელექტრიკოსების, პავლე ათუნაშვილის და ივანე დავიდოვის, ასევე მეეზოვე დათო ლომიძის სარჩელი ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა. ორგანიზაციას მათი სამსახურში აღდგენა და იძულებით განაცდური საათების ანაზღაურება დაეკისრა.[ავთო ინასარიძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია