შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"მე ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ ევროპელი"!!!-ცოცხალი ჯაჭვი შეკვეთილში

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 15 ივლისი 2019

"დღეს შეკვეთილში ასობით ჩვენმა მოქალემ საშური მოქალაქეობრივი უნარები აჩვენა. ცენტრალურ მაგისტრალზე ისე გადაიჭიმა რამოდენიმე კილომეტრიანი ჯაჭვი,რომ გვერდი მდებარე თეთრი ხაზისთვის სანმიეტრითაც კი არავის გადმოუბეჯებია.საკუთარი სასმელი წყლის ბოთლები ქალებს ჩანთებში ჰქონდა,კაცებს ჯიბეებში რომ არ დაენაგვიანებიათ გარემო.ასობით აქცია-პერფორმანსი ისე დაიშალა, ერთი შეფერხება კი არ ჰქონიათ გამვლელ მანქანებს.უნდა ავღნიშნო რომ რიგითი პოლიციელები ძალიან გვეხმარებოდნენ.

ჩვენ ღირსნი ვართ და ვიმსახურებთ ვიყოთ ცივილიზებული სამყაროს ნაწილი!
მე ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ ევროპელი"!!! -ასე ეხმაურება დღეს გამართულ აქციას ენმ-ის ლანჩხუთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, საკრებულოს დეპუტატი, კახა ასკურავა, 

ცნობისთვის:  დღეს შეკვეთილში  ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან აქციის მონაწილეებმა ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს. 

აქციის ასეულობით მონაწილე,  შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომა და იმ პოლიციელების დასჯას მოითხოვეს, რომლებმაც 20 ივნისს, ე.წ. გავრილოვის ღამეს თავის უფლებამოსილებას გადაამეტა და არაპროპორციული ძალა გამოიყენა. 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია