შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ნაციონალურ მოძრაობას" სურს წარმოაჩინოს რომ პარლამენტის შტურმი არის პატრიოტიზმი"- ბახტაძე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 15 ივლისი 2019

საქართველოს პრემიერი ამბობს, რომ 20 ივნისის ღამესთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს და ამ გამოძიებამ ყველა კითხვას ისე უნდა გასცეს პასუხი, რომ კითხვის ნიშნები აღარ დატოვოს. პრემიერი ამბობს, რომ ყველა პოლიტიკოსი, რომელმაც მისი თქმით, ახალგაზრდების პროტესტი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა სამართლებრივად აგებს პასუხს.

"ყოველთვის ღია ვარ ასეთი შეხვედრებისთვის,რაც შეეხება თქვენს მიერ დასმულ საკითხს, ერთმნიშვნელოვნად ნაციონალური მოძრაობას სურს, რომ საკითხი წარმოაჩინოს შემდეგნაირად, რომ პარლამენტის შტურმი არის პატრიოტიზმის გამოვლინება და კონსტიტუციის დაცვა კი არის ბოროტება.

ქართველმა ხალხმა დაინახა თავის ეკრანებზე თუ რასთან გვქონდა საქმე, და ბუნებრივია ამ ყველაფერს მიეცემა თავის სამართლებრივი შეფასებები.

გვაქვს საკითხი შემდეგ მოცემულობასთან მიმდინარეობდა პარლამენტის შტურმი და პოლიცია იძულებული იყო გამოეყენებინა ლეგიტიმური ძალა, ეს არის შეფასება 20 ივნისის მოვლენების.

გვყავს დაშავებულები და იყო შემთხვევები, როდესაც ზოგიერთმა სამართალდამცველმა გადააჭარბა უფლებამოსილებას, გამოიყენა ზედმეტი ძალა, ეს ყველაფერი უნდა დაადგინოს გამოძიებამ, რომ მოხდეს თითოეული ადამიანის იდენტიფიცირება.

ამ ყველაფერს მიეცემა სამართლებრივი შეფასებები, არავინ დარჩება დაუსჯელი, პროცესი,რომელიც მიმდინარეობს 21 ივნისიდან არის ამის მკაფიო დემონსტრირება, ისე როგორც ე.წ. ის პოლიტიკოსები, უპასუხისმგებლო ადამიანები, არ ასცდებიან პასუხისმგებლობას, რომ გამოიყენეს ჩვენი ახალგაზრდების გულწრფელი პროტესტი, თავის მიზნებისთვის.

სადმე არის კითხვის ნიშნები, რომ პოლიციამ გამოიყენა ლეგიტიმური ძალა? ეს არის მძიმე და ძალიან მტკივნეული საკითხი, სწორედ სოლიდარული ვარ ამ ნაწილში, აუცილებლად უნდა მივცეთ სამართლებრივი შეფასება, გამოძიება მიდის.

არავინ გეგმავდა სპეციალური საშუალებების გამოყენებას, როდესაც პასიური კორდონი ვეღარ ახერხებდა აგრესიული ადამიანების აგრესიულად განწყობილი მომიტინგეების შეჩერებას, ისინი იძულებული იყვნენ გამოეყენებინა სპეციალური საშუალებები და ეს გადაწყვეტილება მიიღეს ადგილზე",-განაცხადა ბახტაძემ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია