გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რა კავშირი აქვს ინდოელ მსახიობს, ამერიკელ მოდელსა და ბრიტანელ მომღერალს "ქართულ ოცნებასთან"?

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 15 ივლისი 2019

სახელისუფლებო ტროლების არმია - ინდოელი მსახიობი, ამერიკელი მოდელი და ბრიტანელი მომღერალი - “ქართული ოცნების” ბოტები ამ რეალური ადამიანების იდენტობას იპარავენ და მათ ფოტოებს ამოფარებული, შინაგან საქმეთა მინისტრს იცავენ. ისინი სახელისუფლებო გვერდებს იწონებენ და საკუთარ კედლებზე ან კომენტარებში ანტისაოკუპაციო აქციის დისკრედიტაციას ეწევიან. 

ხელისუფლების ტროლები, ვინც ანტისაოკუპაციო აქციის წინააღმდეგ facebook-შიგამუდმებით პოსტავენ, მედიის განვითარების ფონდმა გამოავლინა. 39 ტროლიდან32 სახელისუფლებოა, 7 კი პრორუსული და სიძულვილის ჯგუფის წარმომადგენელი.

ტროლები იპარავენ სხვის იდენტობას სოციალურ ქსელში და დისკრედიტაციას უწევენ ანტისაოკუპაციო აქციის ორგანიზატორებს, რიგით წვერებს და თესავენ შიშს, რომ ამ აქციებისა და გაბუნიას არაკორექტული გამონათქვამის გამო, რუსეთი ომს დაიწყებს.

ანტისაოკუპაციო აქციის ორგანიზატორები, რომლებიც სახელისუფლებო ტროლების შეტევის მთავარი სამიზნე გახდნენ, ამბობენ, რომ ეს ტროლები ისედაც მარტივად იშიფრება და კვალიც ხელისუფლებამდე იოლი დასანახია. ფიქრობენ, რომ ხელისუფლებას ოპონენტებთან ბრძოლის რუსული მეთოდი მოუძველდა. 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია