შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ასპინძაში 53 წლის კაცი მოკლეს

საზოგადოება
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 16 ივლისი 2019
53 წლის ბ.მ.-ს საკუთარ სახლში მეგობარმა ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა 15 ივლისს, დაახლოებით 21:00 საათზე მოხდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ დამნაშავე პოლიციას თავად ჩაბარდა.

"ერთად იყვნენ სულ, მშენებლობებზეც ერთად მუშაობდნენ. ხშირად სვამდნენ. გავიგეთ, რომ როცა მოკლა, პოლიციაში ავიდა და ყველაფერი აღიარა" - ამბობენ ასპინძაში.

შსს-ს პრესსამსახურში ამბობენ, რომ ბრალდებული კაცი დაკავებულია, დეტალებს კი მოგვიანებით გაასაჯაროვებენ.

წყარო: ახალციხის ტელეკომპანია მეცხრე არხი.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია