გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

იდეალის გარეშე მოსული ხელისუფლება წარმავალია, მათ იდეალები არ აქვთ - გია ბუღაძე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 18 ივლისი 2019

იდეალის გარეშე მოსული ხელისუფლება წარმავალია, მათ იდეალები არ აქვთ - ეს განცხადება, მხატვარმა გია ბუღაძემ, „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით, სტრასბურგის გადაწყვეტილების შესახებ საუბრისას გააკეთა.

გია ბუღაძე ამბობს, რომ „რუსთავი 2“ ქვეყანაში თავისუფალი სიტყვის გარანტიაა.  

„ხელისუფლება რომ ბედნიერი და აღტაცებული იქნება, რათ უნდა მაგას ბევრი ლაპარაკი. გახსოვთ მათი უფროსი, ბიძინა ამბობდა, რომ ერთადერთი, თურმე თუ გამორთავ "რუსთავი 2"-ს, დალაგდება ყველაფერი, ყველა ბედნიერი იქნება. თვალებშიც იმიტომ ესროდა ბავშვებს, რომ ხედვა არ ჰქონდეთ და ტვინი თავში, რომ არ აზროვნებდნენ. "რუსთავი 2" არის ერთადერთი არხი, რეალურად, მასთან ერთად კიდევ რამდენიმე სხვაც, მაგრამ "რუსთავი 2" ფლაგმანია“ - განაცხადა გია ბუღაძემ.

გია ბუღაძე ამბობს, რომ დღევანდელი ხელისუფლება მხოლოდ საკუთარ თავსა და კეთილდღეობაზე ზრუნავს.

„იდეალის გარეშე მოსული ხელისუფლება წარმავალია, ეს ხომ ფაქტია. მათ იდეალები არ აქვთ, მათ არაფერი არ აქვთ, გარდა იმისა, რომ რაც შეიძლება მეტი მოხიონმოგლიჯონ, ააშენონ, დაიმშვენონ და ა.შ.“ - აცხადებს გია ბუღაძე.

მხატვარი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მიღმა რუსეთის ინტერესებს ხედავს.

„ფაქტია, ეს არ არის ჩვეულებრივი გადაწყვეტილება, ამის უკან რუსულ ხელს ვხედავ... ამ საღამოს უნდა უპატაკოს მოსკოვში ბიძინამ, რომ აქ აღასრულა ეს ყველაფერი, რომ რუსთავი 2 ფაქტიურად დახურა“ - ამბობს გია ბუღაძე.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია