შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მანსანკანის გამარჯვებული გურჯაანის გუნდი გახდა

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 19 ივლისი 2019
მხიარულთა და საზრიანთა რეგიონული ჩემპიონატის გამარჯვებული გურჯაანის ნაკრები გახდა. შეჯიბრი ახმეტისა და გურჯაანის ნაკრებ გუნდებს შორის გაიმართა.


მერიის კულტურის სამსახურის უფროსის ეკა ცისკარაშვილის განმარტებით, გუნდმა გამარჯვება უმაღლესი ქულების საფუძველზე მოიპოვა.
„ძალიან საინტერესო თამაში იყო. ჟიურიც კომპეტენტური. გურჯაანის ნაკრებმა გუნდმა უმაღლესი ქულების საფუძველზე მოიპოვა გამარჯვება. შედეგით ყველა კმაყოფილია. მომავალში ბათუმში საქართველოს ჩემპიონატი იგეგმება და თუ ჩატარდა, ჩვენი გუნდიც აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას.“


ორივე გუნდი გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ და ა(ა)იპ მუნიციპალური კულტურის ცენტრმა "ჯინო ფერედაისის" აკვაპარკის ერთდღიანი სარგებლობის პაკეტით დაასაჩუქრა. ასევე, გამარჯვებულ გუნდს სპეციალური ჯილდო და ახმეტის ნაკრებს კი მონაწილეობის სპეციალური სერტიფიკატი გადაეცათ. საჩუქარი მიიღო გურჯაანის მხიარულთა და საზრიანთა სასკოლო ჩემპიონატის გამარჯვებულმა მელაანის საჯარო სკოლის გუნდმა "მელაანსიაგა"- მ , ისინი 3 დღით ტაო-კლარჯეთში გაემგზავრებიან.


შეგახსენებთ, რომ მხიარულთა და საზრიანთა რეგიონული ჩემპიონატი გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის ინიციატივით და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია