შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მოსკოვი რუსთავი 2-ის საქმეს გამოეხმაურა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 18 ივლისი 2019

რუსეთი ეწინააღმდეგება მცდელობას გამოყენებული იქნეს საქართველოს პროდასავლური მედიია იმისთვის, რომ ორი ქვეყნის თანამშრომლობის პოტენციალს ზიანი მიაყენოს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა პრესკონფერენციაზე რუსთავი2-ის ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

როგორც რუსული მედია წერს ჟურნალისტმა ლავროვს თავი წარუდგინა, როგორც „ქართული პროდასავლური დამოუკიდებელი ტელევიზიის“ წარმომადგენელი, რაზეც მინისტრმა უპასუხა, რომ „მე ვფიქრობდი, რომ თქვენ პროქართული იყავით“

„ჩვენი პოზიცია საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, უკვე არაერთხელ გაჟღერდა პრეზიდენტის და საგარეო უწყების მიერ. მე ვეღარაფერს დავამატებ. ჩვენ გვსურს ქართველ ხალხთან მეგობრული ურთიერთობა გვქონდეს და ჩვენ არ მოგვწონს, ზოგიერთი მედიის, მათ შორის „დამოუკიდებელი პროდასავლური“მედიების გამოყენების მცდელობები, იმისთვის, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული თანამშრომლობის პოტენციალი განადგურდეს“- განაცხადა ლავროვმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია