შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საქონლის ქურდობაში ბრალდებულ სამ პირთან საპროცესო გაფორმდა

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 17 ივლისი 2019
პროცესი 16 ივლისს, ახალციხის რაიონულ სასამართლოში გაიმართა. სამივე ბრალდებულს ოთხწლიანი პირობითი მსჯავრი და 5 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.„სწორი გადაწყვეტილება იყო ნამდვილად, ახალგაზრდებისთვის შანსი უნდა მიეცათ. ჩვენ ვთხოვეთ ეს პირობები პროკურატურას და დაგვთანხმდა. გულწრფელად ვითანამშრომლეთ. ამას გარდა, ბრალდებულებმა აანაზღაურეს მოპარული. ეს ქმედება მათთვის პირველი იყო. ამიტომ, ყველაფრის გათვალისწინებით, სასამართლომ საპროცესო გაუფორმა“, – ამბობს ადვოკატი ირაკლი ბარძიმაძე.ბრალდებულები 19–20 წლისები არიან. მათ ასპინძისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში, სხვადასხვა დროს, ადგილობრივებს მსხვილფეხა პირუტყვი მოჰპარეს. სამართალდამცველებმა ახალგაზრდები იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი ნაქურდალი საქონლის რეალიზაციას ცდილობდნენ. 4 ივნისს, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა და სამივე ბრალდებულიდან თითოეულს, ზარალის საკომპენსაციოდ, 30 000 ლარის გადახდა დაეკისრა.საბოლოოდ, ეს განაჩენი საპროცესო შეთანხმებით შეიცვალა. გამოძიება მიმდინარეობდა სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, ქურდობის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. მუხლი 3–დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია