შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გურიის რეგიონში მიმდინარე წელს 6 საჯარო სკოლა და 5 საბავშვო ბაღი აშენდება

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 22 ივლისი 2019

მიმდინარეობს რეგიონის 9 სკოლის რეაბილიტაციისათვის საჭირო საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება.

ლანჩხუთის, ოზურგეთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში, განხორციელდება 32 სკოლის შენობის მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები.

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსა და ქალაქ ოზურგეთის N1 საჯარო სკოლის თანადაფინანსებით, მიმდინარეობს სკოლის სარეაბილიტაციო და გარე სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები.

ასევე, დაგეგმილია ოზურგეთის N1 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე ინოვაციური ცენტრის პროექტირება/მშენებლობა. ამასთან ერთად განხორციელდება საჯარო სკოლის დაწყებითი კორპუსის სრული რეაბილიტაციაც.

ჩოხატაურში, სოფელ გორაბერეჟოულში და დაბა ჩოხატაურში დაგეგმილია კოლეჯ „ჰორიზონტის“ ფილიალის ორი სასწავლო კორპუსის მშენებლობა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია