შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

“რუსთავი2“-ის პროდიუსერები და ჟურნალისტები პიტბულებივით არიან, “ოცნებას“ კი შერჩება ხელში, არხის ლოგოიანი თხლე"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 23 ივლისი 2019

თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში წერს,  „ოცნებას“ ხელში როგორ შერჩება “რუსთავი2“-ის ლოგოიანი თხლე.

“რა სევდიანი საყურებლები არიან ოცნების ე.წ. ლიდერები “ რუსთავი“ 2-ის ჯიბეში ჩადებით რომ ჰგონიათ დიდი საქმე გააკეთეს და წელში გაიმართნენ. ჯერ ერთი “რუსთავი2“-ის პროდიუსერები და ჟურნალისტები ძალიან მოტივირებული ხალხია, ბოდიში მათთან მაგრამ პიტბულებივით არიან – გადაჯგუფდებიან ახლა სხვა არხზე და ორმაგი შემართებით შეუტევენ გაზულუქებულ მთავრობას. “ოცნებას“ კი შერჩება ხელში “რუსთავი2“-ის ლოგოიანი თხლე. მერე მეორე და უფრო მთავარი – ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა სიღატაკეა, უმუშევრობა, უკიდეგანო გაჭირვება. ჰოდა, შვიდი წელია ივანიშვილს ფეხებზე კიდია ეს ქვეყანა და მისი კიდევ უფრო გაღატაკება და ეხლა აუჩუყდება გული? ჰოდა, რაც არ უნდა ტინგიცი მოაწყოთ სახელისუფლებო არხებზე სიღატაკე არ გადაიფარება. ასე რომ “ოცნების“ და ივანიშვილის წამზომი ძალიან ხმამაღლაა უკვე ჩართული”- წერს ალეკო ელისაშვილი.

შეგახსენებთ, ნიკა გვარამიამ დღეს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „ჩამოვიდა სტრასბურგის გადაწყვეტილების ბეჭდური ვერსია. თან ახლავს მოწერილობა, რომელიც განმარტავს, რომ ეს გადაწყვეტილება არაა საბოლოო და ძალაში შევა, თუ 19 ოქტომბრამდე დიდ პალატაში არ გაასაჩივრებთო.

ამასთან, დღესვე საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოდან მიღებული წერილი გამოაქვეყნა. „წერილში ნათქვამია, რომ ევროპული სასამართლოს მეოთხე პალატამ საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა და ის ატვირთულია სასამართლოს ვებგვერდზე და ერთვის მოცემულ წერილსაც. სასამართლოს წერილში შემდეგ ახსნილია, რომ საქართველოს მთავრობას აქვს უფლება, მოცემული გადაწყვეტილება გაასაჩივროს 2019 წლის 18 ოქტომბრამდე. წერილის ბოლოს კი აღნიშნულია: „გთხოვთ, მიიღოთ მხედველობაში, რომ პალატამ გადაწყვიტა, შეწყვიტოს რეგლამენტის 39-ე მუხლის გამოყენება (შეჩერების მექანიზმი) მოცემულ საქმეზე“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელსაც თან ერთვის წერილიც.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია